"გილოცავ ძმაო" | ნეიმარი მესის ჩემპიონობას გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

"გილოცავ ძმაო" | ნეიმარი მესის ჩემპიონობას გამოეხმაურა

"გილოცავ ძმაო" | ნეიმარი მესის ჩემპიონობას გამოეხმაურა
19-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ლიონელ მესისა და ნეიმარის კარგი მეგობრობა ჯერ კიდევ ბარსელონადან იწყება, სადაც ამ ფეხბურთელებმა ერთად რამდენიმე წელი გაატარეს და შესანიშნავი მოგონებებიც შემორჩათ.

ამის შემდეგ, ნეიმარი და ლეო მესი თანაგუნდელები პსჟ-ში გახდნენ, სადაც მათი ლამაზი მეგობრობის ისტორია კვლავ გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკის ფინალში წაგების შემდეგ, ნეიმარი მესის მუნდიალის ფინალში დამარცხებით "დაემუქრა", თუმცა საბოლოოდ სულ სხვა სურათი მივიღეთ.

ლიონელ მესი და მისი არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულები ისტორიაში მესამედ გახდნენ, ნეიმარმა კი მეგობრის წარმატება არ დაივიწყა: "გილოცავ ძმაო", დაწერა ბრაზილიელმა ლიონელ მესის მისამართით.

"გილოცავ ძმაო" | ნეიმარი მესის ჩემპიონობას გამოეხმაურა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი