ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ნინო თიბილაშვილმა, რომელიც ნახევარფინალში დამარცხდა, რეპეშაჟის გზით ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე მეტოქის დამარცხება მოახერხა და პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
თიბილაშვილის ეს მედალი პარალიმპიადებზე ზედიზედ მეორეა, ქართველმა სპორტსმენმა მედლის მოპოვება გასულ, ტოკიოს, პარალიმპიადაზეც მოახერხა.