რეპეშაჟში მოიგო - თიბილაშვილი ბრინჯაოს მედალზე გაიბრძოლებს » სპორტის ხაზი

რეპეშაჟში მოიგო - თიბილაშვილი ბრინჯაოს მედალზე გაიბრძოლებს

რეპეშაჟში მოიგო - თიბილაშვილი ბრინჯაოს მედალზე გაიბრძოლებს
4-09-2024, 00:01
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ეტლით ფარიკაობაში ნინო თიბილაშვილმა პირველი რაუნდის დაპირისპირება სამხრეთ კორეელი ჰიო კიონგ კვონის 15:5 მოუგო.

მეოთხედფინალში მან ჰონკ-კონგის წარმომადგენელს, იუ ჩუის 15-4 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ჩინელ ჰაიან გუსთან, 15-6 დამარცხდა.

ნინო რეპეშაჟში უკრაინელ მეტოქეს, ნატალია მორკვიჩს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, 15-14 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ირმა ხეცურიანმა ვენესუელელი ფრანსია ხაიმეს როხასი მარტივად, 15-2 დაამარცხა. მეოთხედფინალში მან პოლონელ მეტოქეს, იადვიგა პაჩეკს 15-9 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჩინელ რონგ ქსიაოს დაუპირისპირდა და 15-5 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ირმამ რეპეშაჟის შანსიც ვერ გამოიყენ და ასევე ჩინელ ლაჟუ აოსთან დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი