საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ განმარტა, თუ რატომ არ მღერის იგი საქართველოს ნაკრების ჰიმნს მატჩის დაწყებამდე.
ფეხბურთელმა განმარტა, რომ მას ეს ცუდად აქვს დაცდილი და ჰიმნის დროს ჩუმად ყოფნა ურჩევნია.
ფეხბურთელს ასევე წინასამატჩო რიტუალებზე ჰკითხეს, რაზეც ჩაკვემ პასუხი გასცა, რომ არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ყოველთვის ცდილობს მოედანზე მარჯვენა ფეხით შევიდეს.
აღნიშნული ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძემ Geo Team-ის იუთუბ არხზე ჩაწერა, რომელშიც გულშემატკივრების კითხვებს გასცა პასუხი.