საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გირგი მერაბიშვილმა, რომელიც სამწვრთნელო კარიერის შენებას შეუდგა CrystalSport-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გუნდის ყველაზე გამორჩეული დუეტის შესახებ ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი კვარასა და ჩაკვეს შეწყვილებაზე, მან ასე უპასუხა.
"ეს უფრო მეტად მწვრთნელის კომპენტენციაა, რომელ თამაშში რომელი ფეხბურთელის დაყენება სად ჯობია, რომელ თამაშში, რომელ პოზიციაზე და ასე შემდეგ.
"მე როგორც რიგითმა გულშემატკივარმა შემიძლია ვთქვა ის, რომ რა თქმა უნდა კვარა-ჩაკვეს დუეტი ძალიან გამორჩეული და განსხვავებულია, ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ შესაძლოა მწვრთნელმა ჩეხეთის თამაში გაანალიზა.
გარკვეულწილად ვეთანხმები, მეც ვამბობდი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, რომ ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდებოდა, სტანდარტულებშიც გამოჩნდა ეს ყველაფერი. მეორე ტაიმში ფიზიკურად ძალიან დაგვჩაგრეს და აქედან გამომდინარე დაცვაში ჩავჯექით და სწორედ ჩაკვესნაირი ფეხბურთელი გვჭირდებოდა, ვინც ბურთს დაიჭერდა და კონტრშეტევაზე ბურთს სწრაფად გადაიტანდა და მეტოქის კართან მომენტებს შექმნიდა.
"ზუსტად, ქოჩორას წამოწყებული ჩაკვემ გააგრძელა, ლობჟანას ძალიან მაგარი პასი გაუკეთა, რომელმაც სამწუხაროდ ვერ გაიტანა. რომ გაეტანა, ყველა ვიტყოდით, რომ ჩაკვეს მეორე ტაიმში შემოყვანა სწორი იყო, რომ ზუსტად ასეთი მომენტები გამოგვეყენებინა."
- აღნიშნა მერაბიშვილმა.