2-3 დეკემბერს იაპონიაში ტოკიოს გრანდ სლემი ჩატარდება . აზიურ დედაქალაქში საქართველოს ნაკრები 17 სპორტსმენითა და უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით უკვე 1 კვირაზე მეტია ტოკიოში იმყოფება და იაპონიის ნაკრებთან ერთად საერთო წვრთნას გადის.
როგორც ცნობილი გახდა, ტოკიოს გრანდ სლემიდან მოეხსნა და ნაკრებს შეკრებაზე ვერ გაყვა, 2-გზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი.
ტატო გრიგალაშვილი მედიასთან საუბარში ადასტურებს, რომ იგი პირადი მიზეზების გამო ტოკიოს გრანდ სლემზე ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.