UFC-ის დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ენრიკე ხიმენოსთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ მისმა ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ UFC-სთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და მალე ისიც ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში იასპარეზებს.
ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის და ვისთან გამართავს პირველ ბრძოლას ალექსანდრე UFC-ის ეგიდით. აქამდე 27 წლის სპორტსმენი სხვადასხვა ორგანიზაციებში გამოდიოდა. მისი სტატისტიკა კი პროფესიონალურ დონეზე ხუთ გამარჯვებასა და ერთ მარცხს ითვლის.