ლაუტარო: "ტრავმით თამაში მიწევს" » სპორტის ხაზი

ლაუტარო: "ტრავმით თამაში მიწევს"

ლაუტარო: "ტრავმით თამაში მიწევს"
12-12-2022, 10:44
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლაუტარტო მარტინესმა, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმით ასპარეზობს:

,,ბოლოდროინდელი კრიტიკის გამო ვწუხვარ, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობ, რომელსაც მუხლში მიკეთებენ. მთავარი მწვრთნელი და თანაგუნდელები ყოველთვის მხარს მიჭერენ. ველაპარაკე სიმონე ინძაგის და ,,ინტერის” დირექტორს, ისინიც ჩემ გვერდით არიან.

რა თქმა უნდა, ხორვატიასთან მატჩი იოლი არ იქნება. მათ ბევრი გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს პატივი უნდა ვცეთ.

ბრაზილიის წაგება მთელი სამხრეთ ამერიკული ფეხბურთისთვის დარტყმაა, თუმცა საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. კარგია, რომ ამ ეტაპამდე მოვედით,” – განაცხადა "ილ ტორომ."

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სწორედ მარტინესმა გაიტანა.

არგენტინა ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება, მატჩი 13 დეკემბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი