ნეიმარს ხუთშაბთს ოპერაცია გაუკეთდება - რამდენ თვეს იუქმებს ბრაზილიელი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

ნეიმარს ხუთშაბთს ოპერაცია გაუკეთდება - რამდენ თვეს იუქმებს ბრაზილიელი ფეხბურთელი

ნეიმარს ხუთშაბთს ოპერაცია გაუკეთდება - რამდენ თვეს იუქმებს ბრაზილიელი ფეხბურთელი
1-11-2023, 16:16
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს მიმდინარე კვირას ოპერაცია ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ალ-ჰილალის ფეხბურთელმა მარცხენა მუხლი დაიზიანა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნეიმარმა წინა ჯვარედინი მყესები და მენისკი ერთდროულად გაიწყვიტა.

ალ-ჰილალი გეგმავდა, რომ ბრაზილიელს ოპერაციას პარიზში ჩაუტარებდნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა მოისურვა, რომ მისთვის ბრაზილიის ნაკრების ექიმს, როდრიგო ლასმარს ემკურნალა – იტყობინება გამოცემა Globo. წერენ, რომ ოპერაცია ხუთშაბათს, ქალაქ ბელუ ორიზონეშია დაგეგმილი.

ვარაუდობენ, რომ აღდგენის პროცესი დაახლოებით 10 თვე გაგრძელდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი