ლა ლიგის მე-10 ტურში "ბილბაო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.
2 გაშვებული გოლის მიუხედავად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. "ღამურების" მეკარის ანგარიშზე 5 სეივი იყო, თანაც მათგან რამდენიმე ძალიან რთული და ეფექტური.
შეხვედრის შემდეგ ბასკების თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ჩვენებური კიპერი შეაქო:
"უნაი სიმონი კარგ ფორმაშია და კარგი მატჩიც ჰქონდა. მომწონს, როდესაც ჩვენს მეკარეს ბევრი საქმე არ აქვს, თუმცა თუ თამაშში ჩართვა დასჭირდება, დამაჯერებელი უნდა იყოს. დღეს ორივე მეკარე ჩინებულად გამოიყურებოდა - გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავი თამაში ჰქონდა", - განაცხადა ვალვერდემ.