ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს. ელ კლასიკოს წინ, კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ ჩავის პრესკონფერენციაზე პროგნოზის გაკეთება სთხოვეს.
MUNDO DEPORTIVO: "შანსები თანაბარია - 50/50-ზეა. ფავორიტი პრაქტიკულად არასოდეს არ არის. რაიმეს წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგნოზირება არ შეიძლება", - ამბობს ესპანელი სპეციალისტი.
მატჩი "ესტადიო ოლიმპიკოზე" შაბათს, 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.