ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისმა უემბლიზე იტალიას უმასპინძლა და დამაჯერებელად, 3-1 გაიმარჯვა.
მატჩის მეორე ტაიმში კალვინ ფილიფსის ნაცვლად მოედანზე ჯორდან ჰენედრსონი გამოვიდა, რამაც გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია და "ალ ეტიფაქის" საყრდენ ნახევარმცველს სტვენით შეეგებნენ.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ჰარი მაგუაიერი და თანაგუნდელი დაიცვა, "ნამდვილი ინგლისელი ფანები საკუთარ მოთამაშეს არ უსტვენენ"-განაცხადა ჰარიმ.
ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა როცა ლივერპულის ყოფილ კაპიტანს უსტვენენ.
ავტრალიასთან გამართულ შეხვედრაშიც მოჰყვა მის შემოსვლას ფანების პროტესტი, თუმცა ამაზე ჰენდერსონმა განაცხადა, რომ ეს მას ვერ შეაფერხებს.
შეგახსენებთ რომ, ინგლისმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ზე უკვე ოფიციალურად იასპარეზებს.