ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეფ ბლატერმა მუნდიალის 6 ქვეყანაში ჩატარებას სრული აბსურდი უწოდა.
"ეს სრული აბსურდია! მსოფლიო ჩემპიონატი კომპაქტური შეჯიბრი უნდა იყოს. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ორგანიზაციისთვისა და მაყურებლისთვის.
ისტორიული მიზეზებით 2030 წლის ჩემპიონატი მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში უნდა ჩატარებულიყო", - განაცხადა ბლატერმა მედიასთან საუბარში.