მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ფეეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რამაც არაერთი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია.
სწორედ ასეთი ერთ-ერთი გახლავთ ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი, რომელმაც რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს წლის საუკეთესოს ჯილდო არ დაუმსახურებია:
"ის ჩვენი ლიგის ყოფილ კლუბებში, ლოკომოტივსა და რუბინში თამაშობდა, რის გამოც მათ MVP ტიტულის მქონე ბიჭის გაზრდას ვულოცავ, თუმცა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იტალიის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერი ფეხბურთელებიც იყვნენ."
"ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეებს ერთეულებში თუ ვნახავთ, თუმცა მაინც მგონია, რომ მისი გზის გავლა ზოგიერთ რუს ფეხბურთელსაც შეუძლია, მაგალითად ზახარიანს, პინიაევს, ტიუკავინს და სხვებს." - თქვა კოლოსკოვმა