აზარის ძმა: "ედენის ადგილას კარიერას დავასრულებდი" » სპორტის ხაზი

აზარის ძმა: "ედენის ადგილას კარიერას დავასრულებდი"

აზარის ძმა: "ედენის ადგილას კარიერას დავასრულებდი"
8-10-2023, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

ედენ აზარი მადრიდის "რეალის" დატოვების შემდეგ ჯერ კიდევ უგუნდოდაა. არსებობს დიდი ალბათობა, რომ ბელგიელი ფეხბურთელი კარიერას დაასრულებს.

ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს მისი ძმა კილიან აზარი - კილიანის თქმით, ამჟამად ედენი მადრიდშია და ცხოვრებით ტკბება:

"არ ვიცი, ზუსტად რა ხდება ამჟამად მის გარშემო. თუ საბოლოოდ გადაწყვეტს კარიერის დასრულებას, ამის შესახებ თვითონ გამოაცხადებს. ამჟამად ის მადრიდშია, რადგან შვილები სკოლაში დადიან და არ უნდა, ბავშვებს ცხოვრება არ აურიოს. ის ამჟამად უბრალოდ ცხოვრებით ტკბება.

მე რომ მის ადგილას ვიყო, კარიერას დავასრულებდი, რადგან მას უკვე ჰქონდა ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა, ახლა კი ოჯახთან ერთად დროის გატარებას იმსახურებს"
, - განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი