"არასოდეს თქვა – არასოდეს" - ქეცბაია შესაძლოა "ანორთოსისში" დაბრუნდეს » სპორტის ხაზი

"არასოდეს თქვა – არასოდეს" - ქეცბაია შესაძლოა "ანორთოსისში" დაბრუნდეს

"არასოდეს თქვა – არასოდეს" - ქეცბაია შესაძლოა "ანორთოსისში" დაბრუნდეს
8-10-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები უახლოეს მატჩებს ნორვეგიასა და საქართველოს წინააღმდეგ გამართავს -. ნორვეგიას 12 ოქტომბერს უმასპინძლებს, ხოლო კვირას, 15 ოქტომბერს საქართველოს თბილისში ესტუმრება.

სანაკრებო შესვენებამდე ქართველმა სპეციალისტმა განაცხადი დაასახელა, თუმცა ამას კვიპროსულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ცნობით, ქართველმა მწვრთნელმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ნაკრებში ოთხი გამოცდილი მოთამაშე არ მიიწვია – იაპონური სანფრეჩე ჰიროსიმას თავდამსხმელი პიეროს სოტირიუ, კანზას სიტის შემტევი ნახევარმცველი მარინოს ციონისი, ლარნაკის აეკ-ის ნატურალიზებული ფრანგი მცველი ვალენტინ რობერჟე და ლიეჟის სტანდარტის უკანახაზელი კონსტანტინოს ლაიფისი.

რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაია ტელეკომპანია Alpha-ზე სატელევიზიო გასართობი გადაცემის, ლუის ღამის შოუს სტუმარი იყო, სადაც, ბუნებრივია, ფეხბურთის შესახებაც ისაუბრეს.

ქართველ მწვრთნელს ჰკითხეს, დაბრუნდება თუ არა ანორთოსისში კიდევ ერთხელ. მან ეს კითხვა ღიად დატოვა: „არ ვიცი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არასოდეს თქვა – არასოდეს”.






ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი