კლოზე: "ის ფეხბურთი აღარ არსებობს, რომელსაც მე ვიცნობდი" » სპორტის ხაზი

კლოზე: "ის ფეხბურთი აღარ არსებობს, რომელსაც მე ვიცნობდი"

კლოზე: "ის ფეხბურთი აღარ არსებობს, რომელსაც მე ვიცნობდი"
6-10-2023, 17:21
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ნაკრების ლეგენდალურმა ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა.

ცოტა ხნის წინ ჩაწერილ ინტერვიუში კლოზე სინანულით აღნიშნავს, რომ ის ფეხბურთი, რომელიც მას უყვარდა და იცნობდა, აღარ არსებობს:

"დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს სხვა პრიორიტეტები აქვთ. მე ვოცნებობდი, რომ ამ სპორტისთვის გამორჩეული ფიგურა ვყოფილიყავი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, ახლა ეს ასე აღარაა.

"ლაციოში" ყოფნისას ვარჯიშის შემდეგ როდესაც ბადეში ბურთებს ვაგროვებდი, ისინი მეკითხებოდნენ - ვინ გავალებს ამას? მე კი ვეუბნებოდი, რომ შეგვეძლო სტადიონის 60 წლის თანამშრომელისთვის დახმარება.

მათ ის უფრო ანაღვლებთ, უხდება თუ არა გეტრი ბუცს - ფეხბურთი, რომელსაც მე ვიცნობდი, აღარ არსებობს. დღევანდელი ახალგაზრდობა ფიქრობს მანქანებზე, ძვირადღირებულ სპონსორებზე და იმიჯზე, მე კი ფეხბურთით ვცხოვრობდი."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი