მესი თუ რონალდუ - კეილორ ნავასის პასუხი » სპორტის ხაზი

მესი თუ რონალდუ - კეილორ ნავასის პასუხი

მესი თუ რონალდუ - კეილორ ნავასის პასუხი
6-10-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

კეილორ ნავასი იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებსაც ლეო მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად უთამაშია.

36 წლის მეკარემ ამ ორ ლეგენდალურ მოთამაშეს შორის უკეთესი დაასახელა და არჩევანი პორტუგალიელზე გააკეთა:

"ორივე მათგანთან მითამაშია და ორივე დიდებული ფეხბურთელია. გარდა ბრწყინვალე სპორტსმენებისა, მესიცა და რონალდუც ძალიან კარგი პიროვნებები არიან.

ისინი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები არიან, თუმცა თუ ამ ორიდან ერთ-ერთის ამორჩევა მომიწევს, რონალდუს ავირჩევდი, რადგან მას შეუძლია კომფორტის ზონიდან გასვლა - მხოლოდ ეს განასხვავებს რონალდუსა და მესის",
- განაცხადა ნავასმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი