საქართველოს ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელ ზამბო ანგისაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კამერუნელ ნახევარმცველთან საუბარმა, მასზე დადებითი გავლენა მოახდინა.
ზამბო ანგისასთან საუბარმა ბევრი რამე შეცვალა - არ მახსენდება ერთი საათის განმავლობაში ასე გულით ვინმესთვის მომესმინოს. ისეთ რაღაცებზე ვილაპარაკეთ, რამაც ჩემი წარმოდგენები სრულად შეცვალა. ყველაფერს დეტალურად და მთელი გულით ისე მიხსნიდა, რომ საკუთარი თავი სხვანაირად დავაფასე.
თუ კარგად დააკვირდებით, სწორედ ზამბოსთან ამ საუბრის შემდეგ დავიწყე გუნდური თამაში და მოედანზე სხვაგვარად მოქმედება.
- თქვა კვარამ.