"ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მცველს მის მსგავსად ატყუებს" - გარსია კვარაზე » სპორტის ხაზი

"ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მცველს მის მსგავსად ატყუებს" - გარსია კვარაზე

"ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მცველს მის მსგავსად ატყუებს" - გარსია კვარაზე
28-09-2023, 03:04
Aa Aa
გაზიარება:

რუდი გარსიამ "უდინეზესთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ იტალიურ პრესასთან ისაუბრა და კვარაცხელია შეაქო.

"კვარაცხელია ძალიან კარგი იყო, ორი გოლი შექმნა და ერთი თავად გაიტანა. ის მენტალურად ძლიერია და ბევრი დადებითი თვისება აქვს. ამ თამაშში ერთადერთი ცუდი ის იყო, რომ კარი მშრალად ვერ შევინახეთ."

"რადგან ხვიჩამ დღეს გაიტანა, ახლა მისთვის გატანა უფრო გამარტივდება, მას დიდხანს ვესაუბრე და ვურჩიე, რომ გოლზე ბევრი არ ეფიქრა, ის უნიკალური მოთამაშეა, ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მცველს მის მსგავსად ატყუებს."
- განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი