"ნაპოლის" მორიგი დანაკლისი - ვინ გამოაკლდა გუნდს » სპორტის ხაზი

"ნაპოლის" მორიგი დანაკლისი - ვინ გამოაკლდა გუნდს

"ნაპოლის" მორიგი დანაკლისი - ვინ გამოაკლდა გუნდს
25-09-2023, 19:16
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლიმ" ეს სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო, რასაც ლაზარეთიდან ცუდი ცნობებიც ემატება.

რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო ამირ რაჰმანიმ, რომელიც 3 კვირით გამოაკლდა "ნაპოლის". დღევანდელი ინფორმაციით, დაცვის ხაზში მორიგი დანაკლისი ჟუან ჟეზუსი იქნება, რომელმაც დაზიანების გამო "ბოლონიასთან" შეხვედრა გამოტოვა.

როგორც ირკვევა, ჟეზუსის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია - ის მინდორს 1 თვით დაემშვიდობა. მის დაბრუნებას დაახლოებით 21 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ელიან.

დაცვის ხაზში საკადრო პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი კიმ მინ ჯაეს გაყიდვა და მისი სრულფასოვანი შემცვლელის გარეშე დარჩენაცაა, ამ ეტაპზე, რუდი გარსიას განკარგულებაში მხოლოდ 2 ცენტრალური მცველია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი