"ნაპოლისთვის" ეს სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო, რასაც კიდევ რამდენიმე პრობლემა ემატება.
"ბრაგას" წინააღმდეგ მიღებული ტრავმის გამო ამირ რაჰმანი 3 კვირას გამოტოვებს. კოსოვოელმა მცველმა მარცხენა კუნთი დაიზიანა, რის გამოც, იტალიური მედიის ინფორმაციით, 3 კვირა იუქმებს.
როგორც ირკვევა, რაჰმანის დაბრუნება ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზეა მოსალოდნელი, იქამდე კი ნეაპოლელებს 5 მატჩი აქვთ ჩასატარებელი.
რუდი გარსიას განკარგულებაში ლეო ოსტიგორი, ჟუან ჟეზუში და ნატანი დარჩნენ.