"ლაურენტისი გარსიას მალე გაათავისუფლებს" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ლაურენტისი გარსიას მალე გაათავისუფლებს" - იტალიური მედია

"ლაურენტისი გარსიას მალე გაათავისუფლებს" - იტალიური მედია
17-09-2023, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

რუდი გარსიას გუნდის ცუდი სერია გრძელდება, გუნდმა ჩემპიონატში მატჩი ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო.

იტალიური მედიის ცნობით, თუ "ნაპოლი" მალე დადებით შედეგებს ვერ დააფიქსირებს , დე ლაურენტისი ფრანგ სპეციალისტს გაათავისუფლებს.

"ფრე კატასტროფა არ არის, თუმცა "ინტერი" და "იუვენტუსი" შესანიშნავ ფორმაში არიან. როგორც ჩანს, "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლა გაუჭირდება, გარსიას გუნდი მძიმედ გამოიყურება. რუდი გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია", - წერენ იტალიელები.

20 სექტემბერს "ნაპოლი" მორიგ საჩემპიონთალიგო მოგზაურობას იწყებს, "პარტენოპეი" "ბრაგას" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი