"რატომ ერიდება ოსიმენი პენალტების შესრულებას?" - La Gazzetta dello Sport-ის საინტერესო სტატია » სპორტის ხაზი

"რატომ ერიდება ოსიმენი პენალტების შესრულებას?" - La Gazzetta dello Sport-ის საინტერესო სტატია

"რატომ ერიდება ოსიმენი პენალტების შესრულებას?" - La Gazzetta dello Sport-ის საინტერესო სტატია
25-09-2023, 16:40
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლიში წინა სეზონში პენალტებს თითქმის ყველა შემტევი ფეხბურთელი ურტყამდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც თერთმეტმეტრიანი როგორც გაფუჭებული, ისე გატანილი აქვს.

ჯერჯერობით გაურკვეველია თუ ვინ იქნება რუდი გარსიას ხელმძღვანელობის ქვეშ მთავარი პენალისტი, მაგრამ მანამდე გადავხედოთ La Gazzetta dello Sport-ის საინტერესო სტატიას, რომელიც ნათლად უსვამს ხაზს იმ მიზეზს, რის გამოც ვიქტორ ოსიმენი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იშვიათად იღებს:

"ნაპოლიში პენალტებს არაერთი მოთამაშე ასრულებს, ისინი გადაწყვეტილებას თავად იღებენ, რადგან წინა მწვრთნელისგნა, სპალეტისგან შესაბამისი ნებართვა მიიღეს. მაგალითისთვის, გასულ სეზონში ბევრჯერ ვიხილეთ ისეთი ეპიზოდი, რომელშიც გუნდის ნიგერიელ თავდამსხმელს პენალტის შესრულება შეეძლო, თუმცა გოლის გატანის შესაძლებლობა თანაგუნდელს გადაულოცა. ამ ყველაფრის მიზეზი თავად ოსიმენის თვითრწმენაა, რომ თერთმეტმეტრიანს მისი გუნდელები უკეთესად გამოიყენებენ, რაც ნაპოლისთვის უკეთესი შედეგის მომტანი იქნება."

ცნობისთვის, გასულ ტურში, 24 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა ბოლონიასთნ პენალტი ვერ გამოიყენა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი