საბა საზონოვი სექტემბრის დასაწყისში დინამო მოსკოვიდან იტალიურ ტორინოში გადავიდა, თუმცა, ახალ კლუბში დებიუტი ამ დრომდე არ ჰქონია.
საქართველოს 21 წლის ნაკრების მცველმა ტორნიოში ტრანსფერის შემდეგ, პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, გუნდში არსებულ კონკურენციაზეც:
"გუნდში კონკურენცია დიდია. გამოცდილ ცენტრალურ მცველებთან ერთად მიწევს თამაში. ეს ყველაფერი კი გაუმჯობესებაში მეხმარება. ცენტრალურ მცველად მირჩევნია თამაში, თუმცა თუ გუნდს დასჭირდა, მარჯვნივაც ვითამაშებ და კარებშიც კი ჩავდგები", - განაცხადა საბამ.