"ნაპოლიმ" ახალი ჩემპიონთა ლიგის სეზონი გამარჯვებით დაიწყპო. "პარტენოპეიმ" პორტუგალიაში "ბრაგას" წინააღმდეგ 1-2 იმარჯვა. სტუმრებმა გამარჯვება მატჩის ბოლო წუთზე, დაძაბბულ ბრძოლაში მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლების ავტოგოლის შედეგად მოიპოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ აქტიური იყო, "ნაპოლის" ფრანგმა თავკაცმა 22 წლის ქართველი 66-ე წუთზე შეცვალა. რის შედეგადაც კვარაცხელია ისევ უკმაყოფილო დარცა.
გარსიამ "ბრაგასთან" თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას კვარაცხელიაც ახსენა:
"კვარამ შეტევაში კარგად ითამაშა, პირველი გოლში მონაწილეობაც მიიღო, მაგრამ მნიშვნელოვანია დაცვითი ფაზაც. სეზონისთვის მზადების დროს მან ტრავმა მიიღო და პირველი მატჩი გამოტოვა, მეორეში კი - სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ამის გამო ტემპი დაკარგა. მას სათამაშო დრო სჭირდება, რათა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოს." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
კვარა და ნაპოლი C ჯგუფის მეორე შეხვედრას 3 ოქტომბერს "მარადონაზე" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავენ.