გასული სეზონის ბრწყინვალე პირველი ნახევრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე შედარებით ჩაქრა. ამას ისიც მოწმობს, რომ სულ მალე ქართველის უგოლო სერია 6 თვეს მიაღწევს.
აღნიშნული საკითხი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ იტალიურ მედიაში. Gazzetta dello Sport ამ საკითხზე სტატიას აქვეყნებს:
"რუდი გარსიას ვალდებულებაა, ქართველი ფეხბურთელი გამოაღვიძოს, რომელსაც თავისუფლად აქვს გოლებსა და ასისტებში ორნიშნა რეზულტატის მიღწევის საშუალება. კვარა დიდი ხანია უგოლოდაა და მალე ეს პერიოდი 6 თვესაც კი მიაღწევს.
ბოლო გოლი კვარაცხელიამ 19 მარტს გაიტანა. ამის შემდეგ ხვიჩას მხოლოდ 2 ასისტი აქვს და ბევრი ისეთი შეხვედრა, რომელზეც საგოლე კონტრიბუციის გარეშეც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე.
ახლა კვარაცხელიასგან "ნაპოლიში" მეტს ითხოვენ", - წერს Gazzetta dello Sport.