რუსული გამოცემა Sport24-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და მოსკოვის დინამოს მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერით თურქული ბეშიქთაშია დაინტერესებული.
როგორც იწერება, თურქები მზად არიან 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადონ - მიუხედავად ამისა, გამოცემა წერს, რომ თავად საზონოვის სურვილი კარიერის ტოპ 5 ჩემპიონატში გაგრძელებაა და შეთავაზებებს მხოლოდ წამყვანი ჩემპიონატებიდან განიხილავს.
ცნობისთვის, მოსკოვის დინამოს მთავარი გუნდის მაისურით საბა საზონოვმა 41 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.