ნელ-ნელა ყველა იტალიური გამოცემა იმ აზრამდე მიდის, რომ ლუჩანო სპალეტი სამწვრთნელო კარიერას სულ მალე უნდა დაუბრუნდეს.
მაგალითისთვის, Kiss Kiss Naples-თან საუბრისას ჟურნალისტმა ენცო ბუკიონმა თქვა, რომ ლუჩანომ ახალი წინადადება საუდის არაბეთიდან მიიღო, თუმცა ტოსკანელმა უარი შემდეგი მიზეზით თქვა:
"მომდევნო ერთი წელი უსაქმოდ იქნება? - არა, ამას მხოლოდ დე ლაურენტისი ამბობდა და არა სპალეტი. ის უბრალოდ ისვენებს, თუმცა მისი დაბრუნება მალე უნდა შედგეს."
"ლუჩანომ ერთ-ერთ არაბულ კლუბს სარფიან შეთავაზებაზე უარი უთხრა, ის ევროპულ ფეხბურთში უნდა დაბრუნდეს, თანაც ძალიან მალე." - თქვა ჟურნალისტმა