როგორც ჩანს, ტურინის იუვენტუსის ამჟამინდელი და ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ლუჩანო სპალეტისთან ხელახალ თანამშრომლობას აპირებს, რის შესახებაც Footmercato-მ დაწერა.
ამავე წყაროს ინფორმაციის მიხედვით, თავად ტოსკანელმა სპეციალისტმა ალ-აჰლის შეთავაზება დაბლოკა და შვებულება მცირე ხნით გაიხანგრძლივა, ეს კი იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში ტურინელთა შეთავაზება მიიღოს.
საგულისხმოა, რომ სამწვრთნელო კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გადადგმაზე ლუჩანომ ჯერ კიდევ მაშინ მიუთითა, როდესაც ნაპოლიდან რამდენიმე დღის წასული იყო. მაშინ სპალეტიმ თქვა, რომ ელიტური ფეხბურთისგან დასვენებას ცოტა ხნით აპირებდა, შემდეგ კი ახალი წინადადებების განხილვას დაიწყებდა.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი ნაპოლიდან გასული სეზონის დასრულებისას სკუდეტოსთან ერთად წავიდა, მისი ჩამნაცვლებელი კი პარტენოპეიში რუდი გარსია გახდა.