ფორვარდები დაიმატეს - რომელი ორი კლუბი გამოირიცხა გიორგი მიქაუტაძისთვის? » სპორტის ხაზი

ფორვარდები დაიმატეს - რომელი ორი კლუბი გამოირიცხა გიორგი მიქაუტაძისთვის?

ფორვარდები დაიმატეს - რომელი ორი კლუბი გამოირიცხა გიორგი მიქაუტაძისთვის?
17-07-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის ფორვარდით, გიორგი მიქაუტაძეთი ინტერესდებოდა როგორც ლაციო, ისე ბარნლი, თუმცა საბოლოოდ ერთმა ტატი კასტელანოსი დაიმატა, მეორემ კი ზეკი ამდუნი.

მაურიციო სარის ლაციო გიორგი მიქაუტაძეს ჩირო იმობილეს შემცვლელად (სათადარიგო სკამიდან) მოიაზრებდა და 15 მილიონი მეცს შესთავაზა კიდეც, თუმცა ამავე კლუბმა უარი უთხრა როგორც ლაციოს, ისე ბარნლის, რომელმაც ფრანგულ კლუბს გიორგის სანაცვლოდ მსგავსი წინადადება გაუგზავნა.

რაც შეეხება ზეკი ამდუნს, ის ბარნლიმ შემადგენლობის გასაძლიერებლად დაიმატა, რის შესახებაც ფრანგული L'equipe-ს ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს.

ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიქაუტაძისთვის ლაციო და ბარნლი გამოირიცხა. თუ ბოლო პერიოდის გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ქართველი ფეხბურთელი სიაში ახლა იუვენტუსს, მილანს, ლილსა და ვულვზს ჰყავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი