ოფიციალურად გაირკვა - დინამოს განმეორებით შეხვედრას პრემიერ ლიგის რეფერი განსჯის » სპორტის ხაზი

ოფიციალურად გაირკვა - დინამოს განმეორებით შეხვედრას პრემიერ ლიგის რეფერი განსჯის

ოფიციალურად გაირკვა - დინამოს განმეორებით შეხვედრას პრემიერ ლიგის რეფერი განსჯის
15-07-2023, 20:19
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა თბილისი დინამომ ყაზახური ასტანას წინააღმდეგ გასვლაზე გამართა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ამავე დაპირისპირების მეორე დუელი 19 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება, აღნიშნული შეხვედრის მსაჯის ვინაობა კი უკვე ოფიციალურად გაირკვა.

როგორც დაიწერა, დინამოსა და ასტანას განმეორებით თამაშს პრემიერ ლიგაში მომუშავე სტიუარტ ბერტი განსჯის, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში ჯამურად 182 შეხვედრაში აქვს ნამსაჯი.

სხვათაშორის, სტიაურდ ბერტი პრემიერ ლიგის წინა სეზონშიც აქტიური იყო და შიდა ჩემპიონატში 25 შეხვედრაში იმსაჯა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი