საკვალიფიკაციოს წინ | დინამო თბილისმა ორი ლეგიონერი დაიმატა » სპორტის ხაზი

საკვალიფიკაციოს წინ | დინამო თბილისმა ორი ლეგიონერი დაიმატა

საკვალიფიკაციოს წინ | დინამო თბილისმა ორი ლეგიონერი დაიმატა
11-07-2023, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისში ორი ახალწვეულია. კოტ-დ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი.

სანგარე საფეხბურთო აკადემია რაით თუ დრიმის აღზრდილია. თამაშობდა დანიური ნორდსიელანდის ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის ჟალგირისში და ასევე დანიურ ნესტვედში. ბოლოს კი მუსა სანგარე სლოვაკური პოდბრეზოვას ღირსებას იცავდა. კოტ-დ’იუვარიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2+2 ფორმატით გაფორმდა.

რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, კამერუნელი საყრდენი ადგილობრივი უნიონ დუალას აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა. კონტრაქტი მასთანაც 2+2 ფორმატით გაფორმდა. იენჯოკს კამერუნის 20 და 23 წლამდე ნაკრებში სამ-სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. კამერუნელი ფეხბურთელი დინამო თბილისში სკაუტინგ კომპანია Nordensa-ს დახმარებით გადმოვიდა.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8 ფინალის პირველ მატჩს ასტანაში ხვალ, ჩვენი დროით 18:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი