ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კლუბის ნიგერიელი სტრაიკერის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა:
"იქნება თუ არა ჩვენთან ერთად ოსიმენი მომდევნო სეზონში? - დიდი იმედი მაქვს, რომ მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ჩვენს დახმარებას კვლავ შეძლებს."
"ახლა მხოლოდ ერთი გუნდი არსებობს, რომელსაც მისი ყიდვა შეუძლია და ეს პარი სენ-ჟერმენია. ყველაფერი მათ პრეზიდენტზეა დამოკიდებული."
"იმ შემთხვევაში თუ პსჟ ოსიმენის სანაცვლოდ მსუყე შეთავაზებას გაგვიკეთებს როგორც ჩვენ, ისე თავად ფეხბურთელს, მაშინ ის პარიზულ კლუბში აღმოჩნდება." - თქვა დე ლაურენტისმა