"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ კალაიო ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"შენთან ერთად რამდენიმე გოლს კიდევ გავიტანდი" - წერს იტალიელი თავის Instagram გვერდზე.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კალაიო პარტენოპეის მაისურს 5 სეზონის განმავლობაში ირგებდა. მან იტალიურ გუნდში ჩატარებული 136 შეხვედრიდან 44-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა.