როგორც გუშინ მოგახსენეთ, გიორგი ლორიამ ანორთოსისის რიგები დატოვა - დღეს კი უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ Geo Team წერდა, რომ ლორიასა და დედაქალაქურ კლუბს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში იყო.
როგორც ჩანს, გიორგი ჭიაბრიშვილს ევროტურნირების წინ მეკარის პოზიციაზე გარისკვა არ სურს და მისი სურვილი კლუბში გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა.