"ბორდო ზურიკო დავითაშვილის თაობაზე შეთავაზებებს უკვე იღებს" - Sudouest » სპორტის ხაზი

"ბორდო ზურიკო დავითაშვილის თაობაზე შეთავაზებებს უკვე იღებს" - Sudouest

"ბორდო ზურიკო დავითაშვილის თაობაზე შეთავაზებებს უკვე იღებს" - Sudouest
30-06-2023, 12:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ზურიკო დავითაშვილის ფანტასტიკური თამაშის შესახებ სტატია არაერთმა უცხოურმა ვებგვერდმა და გამოშვებამ გამოაქვეყნა, მათ შორის Sudouest-მა, რომელმაც დაწერა, რომ ბორდო ქართველი შემტევის თაობაზე შეთავაზებებს უკვე იღებს:

"ზურიკოს გოლი იყო როგორც დასამახსოვრებელი, ისე ისტორიული მნიშვნელობის. მან ნიდერლანდების რამდენიმე მცველს ქარიშხალივით ჩაუქროლა და ულამაზესი 40 მეტრიანი სოლო გოლი გაიტანა, რამაც საქართველო 1/4 ფინალში გაიყვანა."

"მისი ბრწყინვალე ასპარეზობის პარალელურად, ბორდომ ზურიკოს თაობაზე რამდენიმე კლუბისგან შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა აბსოლუტურად ყველა დაბლოკა. ჟირონდელები ქართველს იმ შემთხვევაში გაასხვისებენ თუ წინადადება მაქსიმალურად სარფიანი იქნება."
- დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი ფრანგულმა ბორდომ დინამო ბათუმისგან რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოისყიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი