5 აგვისტორს ლონდონის ჩელსის სტადიონზე უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს გუნდები შევხდებიან.
საგულისხმოა, რომ არსენალის განაპირა მცველის გუნდში ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს, შოთა არველაძეს ვიხილავთ.
შოთას ამავე მატჩში გამოჩენის პარალელურად, ბევრ ქართველ ქომაგს აინტერესებდა თუ რატომ არ მონაწილეობს მასში კახა კალაძე, რომელმაც ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"მოწვევა არ მიმიღია და შესაბამისად, ვერც მონაწილეობას მივიღებდი. ბოლოს როდის ნახეთ, ასეთ მატჩებში მეთამაშოს. თუ მიმიწვევდნენ, უარს არ ვიტყოდი, თუ დროს გამოვნახავდი", - თქვა კახა კალაძემ