ლივერპულის ყოფილ თავდამსხმელს, რობერტო ფირმინოს იტალიაში გადასვლის შეასძლბელობა აქვს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Calciomercato ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი შემტევი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა და მისი დამატება იუვენტუსს სურს. ცნობისთვის, "ბებერ ქალბატონს" ფირმინოს დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ მაშინ ხსენებული ტრანსფერი იურგენ კლოპმა დაბლოკა.
31 წლის ფირმინომ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა 11 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით მოახერხა.