ოფიციალურად დანიშნეს | როგორი მსაჯი იქნება შოტლანდიისა და საქართველოს მატჩზე? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად დანიშნეს | როგორი მსაჯი იქნება შოტლანდიისა და საქართველოს მატჩზე?

ოფიციალურად დანიშნეს | როგორი მსაჯი იქნება შოტლანდიისა და საქართველოს მატჩზე?
19-06-2023, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები კვიპროსს ეწვია და მეტოქესთან გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა, - 1:2.

ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციოს რიგით მესამე შეხვედრას ორ დღეში, 20 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში გამართავს, სადაც ძალიან რთული ბრძოლის გადატანა მოგვიწევს.

აღსანიშნავია, რომ უკვე ოფიციალურად გაირკვა იმ მსაჯთა ბრიგადა, რომელიც ჩვენს მომდევნო შეხვედრას მოემსახურება.

მატჩის მთავარი არბიტრი უნგრელი იშტვან ვადი იქნება. საგულისხმოა, რომ 8 წლის წინ მან საქართველოს თამაში ერთხელ უკვე იმსაჯა, კერძოდ ირლანდიის წინააღმდეგ დუბლინში, სადაც 1:0 წავაგეთ. იშტვანის ასისტენტები ვენსელ ტოტი და იშტვან ალბერტი იქნებიან, მე-4 მსაჯის ფუნქციას ფერენს კარაკო შეასრულებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო ორ შეხვედრაში იშტვანმა უნგრეთის ჩემპიონატში მოთამაშეებს 15 ყვითელი ბარათი და 3 წითელი უჩვენა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი