კვიპროსულ მედიაში ვრცელდება მათი ნაკრების წევრის, პიეროს სოტირიუსის კომენტარი, რომელიც საქართველოსთან გასამართ ხვალინდელ დაპირისპირებას აფასებს და თავისი გუნდის შანსებზე საუბრობს:
"საქართველოს წინააღმდეგ საკუთარ კედლებში, საკუთარი ხალხის წინ ვითამაშებთ და მათი მხარდაჭერის ფონზე შეგვიძლია, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო მოთამაშე ტრავმის გამო გვაკლია."
"ხვალინდელ მატჩში დადებითი შედეგი აუცილებლად გვჭირდება, რათა ნორვეგიაში კარგ განწყობაზე გავფრინდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ფავორიტები ვერცერთ შეხვედრაში ვერ ვიქნებით, თუმცა საკუთარი თავების გვჯერა და ვიცით თუ რისი გაკეთება შეგვიძლია."
"თემურ ქეცბაიას კარგად ვიცნობთ, პირადად მე მასთან აპოელში ვმუშაობდი. ის არის ადამიანი, რომელიც აქაურობას მშვენივრად იცნობს და შეუძლია, რომ თავისი კვალი კვიპროსულ ფეხბურთს კიდევ უფრო დაამჩნიოს." - თქვა სოტირიუსმა
შეგახსენებთ, რომ კვიპროსისა და საქართველოს დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45-ზე გაიმართება.