"ხვიჩას გუნდში ყველა კვარას სწორედ ამიტომ ეძახის" - ოსიმენი კვარაცხელიასთან შეხვედრის პირველ დღეებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ხვიჩას გუნდში ყველა კვარას სწორედ ამიტომ ეძახის" - ოსიმენი კვარაცხელიასთან შეხვედრის პირველ დღეებზე საუბრობს

"ხვიჩას გუნდში ყველა კვარას სწორედ ამიტომ ეძახის" - ოსიმენი კვარაცხელიასთან შეხვედრის პირველ დღეებზე საუბრობს
16-06-2023, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა მედიასთან საუბრისას ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას კლუბში პირველად შეხვდა:

"მახსოვს ის მომენტი, როდესაც ხვიჩა ნაპოლის გასახდელში პირველად შემოვიდა. იმ დროს ყველა ჩვენგანი დაიბნა, რადგან არც კი ვიცოდით მისთვის როგორ მიგვემართა."

"იმის გამო, რომ ხვიჩამ ჩვენი დაბნეულობა შეამჩნია, მან მაშინვე გვითხრა თუ როგორ უნდა წარმოგვეთქვა მისი სახელი და გვარი, თუმცა ბოლოს თავადვე დაამატა, რომ კვარას დაძახების უფლებას გვაძლევდა."

"სწორედ ეს იყო მომენტი, რის შემდეგაც კლუბში ხვიჩას ყველა კვარას ეძახის, ეს მისი ინიციატივა იყო."
- იხსენებს ოსიმენი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი