პორტუგალიელ სუპერ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს ფეხბურთის თამაში კიდევ 2-3 წლის განმავლობაში სურს და შემდეგ საფეხბურთო კლუბის ყიდვასაც აპირებს - ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
"კარიერაში კიდევ 2-3 წელი დამრჩა და ვიცი, რომ ასაკში საკუთარ თავზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. არ გამოვრიცხავ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბი ვიყიდო - ეს არის ის, რისი გაკეთებაც მსურს, როცა ფეხბურთიდან წავალ", - განაცხადა რონალდომ.
ცნობისთვის, რონალდო ალ-ნასრის გასული წლის 30 დეკემბერს შეუერთდა.