"ყველაზე მეტად თავში ახლა ეს ფიქრები მიტრიალებს" - გიორგი მიქაუტაძე » სპორტის ხაზი

"ყველაზე მეტად თავში ახლა ეს ფიქრები მიტრიალებს" - გიორგი მიქაუტაძე

"ყველაზე მეტად თავში ახლა ეს ფიქრები მიტრიალებს" - გიორგი მიქაუტაძე
4-06-2023, 13:04
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლიგა 2-ის უკანასკნელ შეხვედრაში ბასტია 3:2 დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში ლე ავრთან ერთად კვალიფიცირდა.

ამ ყველაფრის შესახებ ფრანგულმა მედიამ რამდენიმე შეკითხვა გიორგი მიქაუტაძეს დაუსვა, რომელმაც ჟურნალისტებთან შემდეგი რამ თქვა:

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. შეხედეთ სტადიონს, ატმოსფეროს, ბედნიერებას ხალხის სახეზე და მიხვდებით, რომ ლიგა 1-ში თამაშს ვიმსახურებდით."

"მეცში ამისთვის მოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი მისია შესრულებულია. ზოგადად, ბოლო პერიოდში კარგი დრო მიდგას, რადგან იქით სერენსაც დავეხმარე და ახლა მეცთან ერთადაც წარმატებას მივაღწიე."

"ჩემი მომავალი? - ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან მხოლოდ ჩვენი ლიგა 1-ისკენ მიმავალი საგზური მიტრიალებს თავში, ამის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ."
- თქვა მიქაუტაძემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი