"მისი შენარჩუნება ურთულესი იქნება" - მეცის პრეზიდენტი მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

"მისი შენარჩუნება ურთულესი იქნება" - მეცის პრეზიდენტი მიქაუტაძეზე

"მისი შენარჩუნება ურთულესი იქნება" - მეცის პრეზიდენტი მიქაუტაძეზე
5-06-2023, 17:37
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულ მედიაში ვრცელდება მეცის პრეზიდენტის, ბერნარ სერინის კომენტარი, სადაც ის გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნების საკითხზე საუბრობს:

"ფეხბურთში არსებობს სიტუაციები, როდესაც მოთამაშის შენარჩუნება ძალიან გიძნელდება. სწორედ ასეთი მდგომარეობაა ახლა გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაში, რომელსაც მალე კარგი შეთავაზებები მიუვა, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია."

"რა თქმა უნდა, თუ რომელიმე სხვა კლუბი ფეხბურთელს ბევრად კარგ პირობებს სთავაზობს, მაშინ მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება. ამიტომ, გიორგის დატოვება ძალიან გაგვიჭირდება."
- თქვა სერინმა

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის ბომბარდირი 23 გატანილი გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი