საქართველოს ამჟამინდელი მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას MVP-ის პრიზს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"კვარა, გილოცავ კიდევ ერთ დიდ წარმატებას! ხვიჩა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!"
"მეამაყები და მჯერა, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევ! Forza Kvara!" - წერს Facebook-ზე მილანის ყოფილი მოთამაშე კახა კალაძე
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა, რასაც 10 საგოლე გადაცემაც დაურთო.