ნაპოლი და ნაგელსმანი არ გამოდის - მიზეზი ცნობილი დღეს გახდა » სპორტის ხაზი

ნაპოლი და ნაგელსმანი არ გამოდის - მიზეზი ცნობილი დღეს გახდა

ნაპოლი და ნაგელსმანი არ გამოდის - მიზეზი ცნობილი დღეს გახდა
3-06-2023, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთმა იტალიურმა გამოცემამ, მათ შორის ნეაპოლურებმაც ლუჩანო სპალეტის შემცვლელად იულიან ნაგელსმანი მოიაზრეს, რომელიც ახლა თავისუფალია და ახალ კლუბს ეძებს.

მიუხედავად ამისა, დღეს Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისი და გერმანელი სპეციალისტი ვერ მორიგდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მოლაპარაკებები გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ამავე წყაროს გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, გერმანელი დამრიგებელი შეთავაზებული ფინანსური პირობებით უკმაყოფილო დარჩა, რადგან ნაპოლი მას 2-3 მილიონით ნაკლებს სთავაზობდა, ვიდრე ნაგელსმანს მიუნხენის ბაიერნში ჰქონდა.

ამდენად, იულიანს სახელფასო პირობების გაუარესება არ სურს და მისთვის ნაპოლიში არსებული შეთავაზებით მისვლა გამორიცხულია. შესაბამისად, აურელიო დე ლაურენტისის სიიდან ერთი მწვრთნელი ოფიციალურად ამოვარდა.

ცნობისთვის, პარტენოპეის ნაგელსმანთან ერთად ისეთი სპეციალისტები დაუკავშირეს, როგორებიც ანტონიო კონტე, ვინჩენცო იტალიანო, ჯან პიერო გასპერინი, რაფა ბენიტესი და სხვები არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი