"შევინარჩუნებთ თუ არა გიორგის? რთულია, რადგან.." - მეცის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"შევინარჩუნებთ თუ არა გიორგის? რთულია, რადგან.." - მეცის მწვრთნელი

"შევინარჩუნებთ თუ არა გიორგის? რთულია, რადგან.." - მეცის მწვრთნელი
1-06-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძის მეცი უკანასკნელ შეხვედრას ბასტიას წინააღმდეგ საშინაო კედლებში ხვალ გამართავს და შეეცდება, რომ უმაღლეს დივიზიონში კვალიფიცირდეს.

აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეცის რუმინელმა დამრიგებელმა, ლასლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა:

"გიორგი ჩვენთან ბელგიაში გატარებული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა, იქ მშვენივრად გამოიყურებოდა და კიდევ უფრო განვითარდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან არც კი ვიცოდი თუ სად დამეყენებინა მიქაუტაძე, თუმცა ერთი რამ უმალვე შევნიშნე. მას აქვს ისეთი გამორჩეული თვისებები, რაც ჩვეულებრივ ფეხბურთელს უბრალოდ არ გააჩნია. ვფიქრობ, გიორგიმ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა."

"შევინარჩუნებთ თუ არა მას? - როგორც იცით, ცხოვრებაში მუდმივად იმის გაკეთება გვიწევს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია და არა იმის, რაც ძალიან გვინდა."
- თქვა ბოლონიმ

ალბათ, რუმინელი მწვრთნელის სიტყვები იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ქართველი ფეხბურთელი მეცს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი