რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში საბა საზონოვის მოსკოვის დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და დერბიში 2:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან მეორე გოლის ავტორი სწორედ ქართველი მცველი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი მოხდენილი თავური დარტყმით აიღო, - იხილეთ ვიდეო
ცნობისთვის, საზონოვი მოსკოვის დინამოში 2021 წლიდან თამაშობს და აღნიშნულ გუნდთან კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულამდე აკავშირებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საბას გარკვეული პერიოდის წინ ესპანიოლს უკავშირებდნენ, რომელიც ლა ლიგა 2-ში ოფიციალურად დაქვეითდა.