როგორც უკვე მოგახსენეთ, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გაჩემპიონების შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა დაკავებული თანამდებობიდან ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა.
საჩემპიონო მატჩს სალიჰამიჯიჩისგან განსხვავებით ოლივერ კანიც არ ესწრებოდა - საბოლოოდ გაირკვა, რომ ლეგენდარულ მოთამაშეს კლუბმა აუკრძალა მოედანზე ყოფნა - რაზეც, კომენტარი კანამც გააკეთა:
"ეს იყო ყველაზე ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში - შემეძლო ჩემპიონობა საკუთარ გუნდთან ერთად მეზეიმა და ბედნიერი წუთები მათთან ერთად გამეტარებინა, მაგრამ ეს უბრალოდ ამიკრძალეს", - განაცხადა კანმა.